პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას უწოდებს

სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებას ეხმაურება.

მაკრონი, ტუსკი და მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქვეყნებენ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა