პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიენე – მე აქ ვარ მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისთვის

მე გამოვხატავ სოლიდარობას დაპატიმრებული მებრძოლების მიმართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მე აქ ვარ მზია ამაღლობელის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისთვის, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

იუკნევიჩიენეს თქმით, მას სჯერა მამაცი ქართველი ხალხის.

„ძვირფასო ქართველებო, დიდი პატივისცემით ვდგავარ თქვენს წინაშე დღეს და გეუბნებით მადლობას ამ განსაკუთრებულ დღეს თქვენთან ყოფნის შესაძლებლობისთვის. თქვენ შესანიშნავები ხართ. თქვენ ჩემი გმირები ხართ. თქვენ ძალიან ბევრი ევროპელისთვის გმირები ხართ. გადმოგცემთ ჩემი კოლეგების მილოცვებს ევროპარლამენტიდან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და თქვენ, ძვირფასო პრეზიდენტო. თქვენ გყავთ ბევრი მეგობარი ევროპარლამენტში ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან. ლიეტუვურადაც გეუბნებით თქვენ, ჩემს მშობლიურ ენაზე, მადლობა, იმ მრავალი ლიეტუველისგან, რომლებიც გულით და გონებით თქვენთან არიან. ქართველებმა ლიეტუველებივით იციან თავისუფლების ფასი, ისევე როგორც უკრაინელებმა, მოლდაველებმა და ბელარუსებმა. საქართველო, თქვენი ბრძოლა ჩვენი საერთო ბრძოლაა. ეს იგივე ბრძოლაა, ევროპისთვის ბრძოლა. ეს იგივე ბრძოლაა კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც სურდა ჩვენზე გაბატონება. ყველა დიქტატორს ჯერ საკუთარი ხალხის ეშინია. პუტინს ყველაზე მეტად რუსების ეშინია. ის მათ წამლავს. ლუკაშენკოს საკუთარი ხალხის ეშინია. ათასობით მათგანს იჭერს. ერთი ადამიანი საქართველოშიც ძალიან შიშობს. რისი ეშინია? დებიძინიზაციის, თუმცა, ეს გარდაუვალია, რადგან ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი შეუთავსებელია. მივმართავ ბიძინას თანაგუნდელებს: ნუ შეგეშინდებათ ახალი და სამართლიანი არჩევნების. ისტორია გიყურებთ. მიეცით საშუალება საქართველოს ხალხს თქვას, რა სურს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მახინჯ სიტყვებს იყენებენ დიქტატორები, რა ტყუილებს ავრცელებენ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით საქართველოს ხალხო. თქვენ გვაძლევთ შთაგონებას. მე გამოვხატავ სოლიდარობას დაპატიმრებული მებრძოლების მიმართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მე აქ ვარ მზია ამაღლობელის სოლიდარობისთვის, ზურაბ ჯაფარიძის, მიხეილ სააკაშვილის. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო ევროპაა. ვიყოთ ერთად. მინდა, გამოვხატო მადლიერება მამაცი ქვეყნის, უკრაინის მიმართ, რომელიც სისხლით იცავს მთელ ევროპას. მჯერა გაერთიანებული, დემოკრატიული ევროპისა. გაუმარჯოს ევროპას. მჯერა მამაცი ქართველი ხალხის. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა