უცხოური მედია

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვულოცავ კაროლ ნავროცკის, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან კარგ თანამშრომლობას

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას.

„ვულოცავ კაროლ ნავროცკის. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი გააგრძელებს პოლონეთთან ძალიან კარგ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ მშვიდობის, დემოკრატიისა და ღირებულებების მქონე საზოგადოებაში. ამიტომ, მოდით, ვიმუშაოთ ჩვენი საერთო სახლისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. ნავროცკიმ ხმათა 50.9 პროცენტი მოიპოვა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა