კამერების დაზიანებისთვის დაკავებული დანიელ მუმლაძეს და გურამ ხუტაშვილს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმეს, სასამართლომ მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შსს-მ გურამ ხუტაშვილი 12 დეკემბერს დააკავა, მას 112-ის ბალანსზე არსებული 7 სამეთვალყურეო კამერის დაზიანებას ედავებოდნენ.
იგივე ბრალდება ჰქონდა წარდგენილი დანიელ მუმლაძესაც. ორივე დაკავებულმა ბრალი აღიარა.
საუბარი იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, თუმცა პროკურატურამ საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა
Facebook Comments Box