ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი11°C
  • ბათუმი15°C
  • ქუთაისი13°C
  • რუსთავი13°C
  • ზუგდიდი13°C
  • თელავი11°C
  • გორი12°C
  • ახალციხე9°C
  • ოზურგეთი15°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია5°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ამბავიეკონომიკა99 ნახვა

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.

გიორგი ხაბაშვილის განცხადებით, საცალო ქსელების ოპერატორებისთვის უმჯობესია თავად მოიძიონ პროდუქციის მწარმოებლები საზღვარგარეთ და უშუალოდ მათგან შეიძინონ, რამდენადაც სადისტრიბუციო კომპანიები მათ მაღალი ფასნამატით აწვდიან.

„ბევრი წარმოებისგან ან დისტრიბუციისგან, რომლებიც თვლიან, რომ თუ ქსელებზე ბევრ ცუდს იტყვიან ამით რაღაც კარგი მოხდება მათგან განსხვავებით მე ვთვლი, რომ თუ მე მომწოდებელმა პროდუქტი მომაწოდა რაღაც ფასად და მე ეს მივიღე ამ ფასად ე.ი. ჩვენ შორის შედგა სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, ბიზნეს გარიგება და მე სადღაც წასვლა დავუშვათ იმაზე, რომ რატომ მომაწოდა ამ ფასად, ჯობია, რომ წავიდე იმ ქვეყანაში საიდანაც მან იმპორტი განახორციელა, ჩამოვიტანო ეს პროდუქტი მე თვითონ. დიდ ქსელებს ასეთი პრაქტიკა აქვთ, მაგალითად „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან დახლზე, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე, ვიდრე „ორი ნაბიჯი“ მას დახლზე ყიდდა. რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან პირდაპირ შემოიტანა. მე თუ ეს პროდუქტი ძვირად მომაწოდა მომწოდებელმა და მე ეს მივიღე ე.ი. ასეთია ჩემი ბიზნეს გადაწყვეტილება იმ მომენტში,“- განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.