„მე არ ვიქნები პრეზიდენტი 30 წელი ან რამდენიც იქ არის, 35 წელი. არ ვიქნები. დამიჯერეთ“, — განაცხადა მან BBC-ის დოკუმენტურ ფილმში „ზელენსკის ამბავი“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას სჭირდება „ამ სამუშაოს გავლა“ და „პატივისცემისა და თვითპატივისცემის შენარჩუნება“.
ივნისის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ის არ იყოს საუკეთესო ლიდერი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში გაძღოლა, თუმცა აღნიშნა, რომ ის „ყველაზე გამოცდილია“.
Facebook Comments Box