რაიან რუთმა, რომელსაც ფლორიდაში დონალდ ტრამპზე თავდასხმის მცდელობა ედება ბრალად, წერილი მისწერა ფედერალურ მოსამართლეს.
სასამართლო პროცესის მოლოდინში ციხეში მყოფმა, შესთავაზა საკუთარი თავის გაცვლა სხვა ქვეყნების პატიმრებზე — იქნება ეს აქტივისტები ჰონგ-კონგში თუ უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთში.
„მირჩევნია ციმბირში გავიყინო, ვიდრე ამ სასამართლო არეულობაში ვიყო“, — აცხადებს ბრალდებული.
„58 წლის ამერიკელი მიიჩნევს, რომ მისი გაცვლა „მარტივი დიპლომატიური გამარჯვება იქნებოდა ტრამპისთვის“.
მისი თქმით, პრეზიდენტი სიამოვნებით გადასცემდა თავის არაკეთილმოსურნეს ჩინეთს, ირანს ან ჰამასს კეთილი ნების ჟესტის სახით.
იმავე წერილში რუთმა გადაწყვიტა თავად დაეცვა თავი, ადვოკატის მუშაობას „ბავშვურ შეცდომა“ უწოდა და წუხილი გამოთქვა, რომ სიკვდილით დასჯა არ ემუქრება.
„თითქმის 60 წლის ვარ, უსიყვარულო სიცოცხლე არაფერია, მაშ რა აზრი აქვს?“ — წერს ის, ბოდიშს უხდის მოსამართლეს იმისთვის, რომ ის დროს ხარჯავს „უმნიშვნელო და უსარგებლო ადამიანზე“.