გლენდეილში, სომხეთის საკონსულოს შენობის წინ, გაიმართა საპროტესტო აქცია სომხეთის ხელისუფლების ქმედებების წინააღმდეგ სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმართ, იუწყება Alpha News.
მიტინგში მონაწილეობა მიიღეს ლოს-ანჯელესის სომხური დიასპორის სათვისტომომ, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებმა. ისინი სომხეთის ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, შეწყვიტოს ზეწოლა ეკლესიაზე, ასევე გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული პირი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის კონფლიქტის გამწვავება 2025 წლის გაზაფხულზე მოხდა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ტაძრები „ყველანაირი ნაგვითაა სავსე“, ეპისკოპოსები არღვევენ ცელიბატს, ხოლო ეკლესიის მეთაურს, გარეგინ II-ს, უკანონო შვილი ჰყავს.
თავის მხრივ, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ პრემიერი ეკლესიაზე თავდასხმაში დაადანაშაულა და „კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს“ მოუწოდა ჩარევისკენ. ამის შემდეგ, ქვეყანაში დააკავეს ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი, რომელიც მხარს უჭერდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ასევე მთავარეპისკოპოსები ბაგრატ გალსტანიანი და მიქაელ აჯაფახიანი. ფაშინიანმა მაშინ განაცხადა, რომ აღკვეთილი იქნა ქვეყანაში „კრიმინალური ოლიგარქიული სასულიერო პირების“ მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობები.