უცხოური მედია

ილჰამ ალიევი – ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, არ ვახვევთ თავს ევროპელებს, როგორ მოიქცნენ, ვისზე დაქორწინდნენ, რა ჭამონ

გარკვეულ დასავლურ წრეებში იყო დიდი იმედგაცრუება, რომ აზერბაიჯანი ატარებს ზედმეტად დამოუკიდებელ პოლიტიკას, არ უსმენს ჩვენს ინსტრუქციებს, უგულებელყოფს ჩვენს რჩევას და აკეთებს, რაც სურს. ჩვენ რომ მათი რჩევებისთვის მოგვესმინა, დღეს ჩვენი ქვეყანა, სულ მცირე, ორ მეზობელთან ომის მდგომარეობაში იქნებოდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელებმა ააშენეს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკით.

„მათი რჩევებისთვის რომ მოგვესმინა, ვერასდროს დავიბრუნებდით ყარაბაღს. მათი რჩევისთვის რომ მოგვესმინა, დღეს ვიქნებოდით დამოკიდებული მსოფლიოს სავალუტო ფონდზე და მის სტრატეგიაზე – დაყონ და მართონ. ასე რომ, ჩვენ არ მოვუსმინეთ მათ რჩევებს. ავაშენეთ ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკით“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანს სურს მისდამი პატივისცემა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენი ცხოვრებით, ჩვენ არ ვახვევთ თავს ევროპელებს, როგორ მოიქცნენ, ვისზე დაქორწინდნენ, რა ჭამონ. ჩვენ გვსურს იგივე. ჩვენ გვინდა პატივისცემა, იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მიწაა და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც აზერბაიჯანელი ხალხი გვეუბნება“, – განაცხადა ალიევმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა