პოლიტიკა

ლოს-ანჯელესში მანქანა ხალხში შევარდა: შვიდი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, 20-ზე მეტი დაშავდა

აღმოსავლეთ ჰოლივუდში, ცნობილ სანტა-მონიკას ბულვარზე, უცნობი პირი მანქანით ხალხის ჯგუფში შევარდა. ამის შესახებ ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური იტყობინება. ABC-ის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა: შვიდი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ექვსის მდგომარეობა კი, მძიმეა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ დაშავებულს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.. ჯერჯერობით გაურკვეველია, ცდილობდა თუ არა ვინმე მანქანის გაჩერებას სროლით.

„ეს გიჟურად გამოიყურებოდა, ყველგან უგონო მდგომარეობაში მყოფი, სისხლიანი ადამიანები ეგდო“, — აღნიშნა NBC News-ის წყარომ.

ინციდენტი კლუბ The Vermont Hollywood-თან მოხდა. მანქანამ ჯერ კლუბთან ახლოს მდებარე კიოსკი გაანადგურა. არის ვერსია, რომ ავტომობილის მძღოლს „შესაძლოა გონება დაეკარგა“. ამჟამად პოლიცია იძიებს, იყო თუ არა შეჯახება შემთხვევითი .

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა