პოლიტიკა

აშშ – ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მაგალითები საკუთარი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთე

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მისაბაძი მაგალითები თავიანთი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთის კეთება- ამის შესახებ, მან მისი მეუღლის, მიშელ ობამას პოდკასტში განაცხადა, რასაც Foxnews ავრცელებს.

ბარაკ ობამას თქმით, მამაკაცებს გეი მეგობრები თანაგრძნობის სწავლებისთვის სჭირდებათ. ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი მეუღლისა და სიძის პოდკასტში სტუმრობისას, ისაუბრა „ემოციურად ინტელექტუალური“ ახალგაზრდა მამაკაცების აღზრდაზე და იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბიჭებს ცხოვრებაში მამის გარდა სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლები.

„ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ვფიქრობ, რომ ბიჭებს ხშირად სჭირდებათ- არა მხოლოდ ერთ ბიჭთან, ერთ მამასთან ურთიერთობა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მამა. მამა ყველაფერი ვერ იქნება“, “ამ ბიჭს შეიძლება დასჭირდეს ვინმე, ვინც მას მამაზე გარკვეულ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს, არა?“- განაცხადა ობამამ. ყოფილი პრეზიდენტი მუდმივად ამტკიცებდა იმის შესახებ, რომ მამაკაცებს ლგბტქ მეგობრები სიკეთისა და თანაგრძნობის საჩვენებლად სჭირდებათ. „თუ გყავს ბიჭი, რომელიც გეი ან არაბინარი ან რამე მსგავსია, ამ სახით მას ეყოლება ვინმე, ვისთანაც შეუძლია მივიდეს და თქვას: „კარგი, ამაში მარტო არ ვარ“, არა? ასე რომ, ვფიქრობ, ეს ქმნის ამ საზოგადოებას. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ.“-აღნიშნა ობამამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა