სალომე გოგიაშვილსა და ლიკა შენგელიას შორის ატეხილ სკანდალს ჟურნალისტი ბექა ყორშია ეხმაურება.
ყორშია ქალებს მოუწოდებს, ბოლომდე იბრძოლონ.
„გავეცანი ჩაქუჩის ისტორიას და, გოგოებო, ახლა მთავარია, რამე სულელური მიზეზის გამო არ შერიგდეთ და ჩხუბი არ შეწყვიტოთ!
განაგრძეთ, არანაირი დათმობა“-წერს ბექა ყორშია.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა მოდელ ლიკა შენგელიას პოსტი, სადაც ის ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. სალომე გოგიაშვილი ბრალდებას უარყოფს და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს.
Facebook Comments Box