ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐ19 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ12:20
დიმიტრი ხუნდაძე

განცხადება · 179 ნახვა

„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას კრძალავს, უნდა გადაიხედოს“

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვასთან დაკავშირებით.

დეპუტატი წერს, რომ გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას და ამიტომ უნდა გადაიხედოს.

„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.

ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირტო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება. რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.

სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, „ხალხის ძალა“, მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. დიმიტრი ხუნდაძე„იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა“
  2. დიმიტრი ხუნდაძე„დღეს, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო რეზოლუცია განიხილება, კიდევ ერთხელ იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდი, თანმიმდევრული და პრინციპული საგარეო პოლიტიკა“
  3. დიმიტრი ხუნდაძე„ანაკლიის პორტის საკონტროლო წილის ფლობა, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს, რომ ვინმემ ის საქართველოს საწინააღმდეგო ინსტრუმენტად არ გამოიყენოს“
  4. დიმიტრი ხუნდაძე„„ხალხის ძალა“ უნდა მოემზადოს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. ეს პროცესი იქნება ძალიან აქტიური“