საზოგადოება

მოდელი ლიკა შენგელია ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს თავდასხმაში ადანაშაულებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება, მოქალაქე ლიკა შენეგლიას საჯარო განცხადებაზე, რომელიც ინფლუენსერ სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს.

სოციალურ ქსელში, საჯაროდ გავრცელებულ წერილში ქალი წერს, რომ გოგიაშვილმა ეჭვიანობის ნიადაგზე მას თავში ჩაქუჩი ჩაარტყა.

ლიკა შენგელიას faceebook სტატუსის მიხედვით, მისთვის მიყენებული დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მან გონება დაკარგა.

სავარაუდო დანაშაულს, სავარაუდოდ ყავს მოწმეეებიც.  ქალი ამბობს, რომ თავდასხმაში მხილებულ ტელეწამყვანს არ უჩივის, თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული.

მოგვიანებით, სალომე გოგიაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ლიკა შენგელიას ცილისწამებისთვის პასუხს კანონის ძალით მოსთხოვს. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა