საზოგადოება

ვახუშტი მენაბდე: „დასამალი არაფერი მაქვს“

საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორი, კონსტიტუციონალისტი  ვახუშტი მენაბდე მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ტყუილია გარკვეული ოპოზიციის პარტიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მისი ოჯახის ცემენტის ქარხანათან, “ქართული ოცნება” კონტრაქტებს ინტენსიურად აფორმებს.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს „გურიამშენს“.

მენამდის თქმით, ასევე არასწორია ინფორმაცია, რომ მის ოჯახს სამეგრელოშიც აქვს მოგებული ტენდერი:

საჯარო პირი ვალდებულია გამოეხმაუროს იმას, რასაც მასზე საუბრობენ, ამიტომ დავწერე პირველი პოსტი და ვწერ ამასაც, თან დასამალი არაფერი მაქვს.

პირველ რიგში, ეს კომპანია არაფერ კავშირში არ არის იმ საქმესთან რასაც ვაკეთებ და ვაკეთებ ყოველთვის იმას, რისიც მწამს. ამ შპს-ს მართვასთან არავითარი შეხება არ მაქვს, ამიტომ დამჭირდა გადამოწმება. რაც შეეხება ბრალდებებს:

1. მაგალითად ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ჩემი სიტყვები “მამაჩემის შპს […] მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.” ოპონენტებს მოაქვთ სქრინი საიტიდან, სადაც ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზია, რადგან ოფიციალური შესყიდვების გვერდზე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს რამდენიმე ტენდერი აქვს წაგებული შპს გურიამშენს (იხილეთ სქრინები #1 კომენტარში);

2. ასევე ამბობენ, რომ შპს-ს მოგებული აქვს ტენდერები გურიის გარეთ (სამეგრელოში). იგივე საიტზე ნახავთ, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. სინამდვილეში არსებობს 5 “გურიამშენი”, 4-ს არავითარი კავშირი არ აქვს ჩემი ოჯახის წევრებთან. შეიძლება ამ კომპანიებიდან  რომელიმე საქმიანობდა სამეგრელოში და მაგაში ერევათ (აქაც რეესტრის საიტიდან იხილეთ სქრონი #2 კომენტარში);

3. ამბობენ იმასაც, რომ შპს-ს მდინარიდან ინერტულ მასალას მოიპოვებს. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. როცა ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, მაგრამ ლიცენზია მალევე გაყიდა, ისე, რომ არასდროს გამოუყენებია.

ეს ყველაფერი შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავად შპს-სთან. გუშინაც დავწერე, რომ ის მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს ტენდერების გამჭვირვალობასთან, ან ნებისმიერ სხვა გარემოებასთან დაკავშირებით. თუ რამე უკანონოს იპოვით ვერავინ დამასწრებს მაგის სათანადო შეფასებას.

დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ყველა სიტყვა ძვირფასია!

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა