საზოგადოება

ბექა გოცირიძე ნანუკა ჟორჟოლიანს: სამართლებრივად პასუხს მოგთხოვ პირადად შენ, ვინ რა მოგაწოდა მერე მოწმედ მოიყვანე სასამართლოში!

„ეს არის ისეთი ცილისწამება, რომელსაც ვერაფრით გავატარებ! ადამიანს ბრალი დასდო პედოფილიაში, იმის იმედად, რომ გაატარებს, არ მოსულა მასე და მე სამართლებრივად პასუხს მოგთხოვ პირადად შენ, ვინაიდან შენ მოახდინე ამ ყველაფრის ტირაჟირება, ვინ რა მოგაწოდა მერე მოწმედ მოიყვანე სასამართლოში! “, -ასე ეხმაურება ფეხბურთელი ბექა გოცირიძე ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს, რომელმაც გაავრცელა ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, თითქოს გოცირიძეს ამერიკაში ბრალი ედებოდა არასრულწლოვნის გაუპატიურებაში.

„ყველაფერს რომ გავეშვა და გვერდზე გადავდო, ქალიშვილი მეზრდება და მის თანატოლებთან ჩემს შვილს ასეთი მაძუნგალა ცილისმწამებლების გამო, არ შევარცხვენ! მოეზმადე სასამართლოსთვის ნანულ, მეგობრებო ძალიან გთხოვთ გააზიარეთ.“,-წერს ბექა გოცირიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა