“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის დაკავებული ნანა სანდერი გერმანიაში ორჯერ ნასამართლევია.
როგორც “რუსთავი2-ისთვის” გახდა ცნობილი, სანდერი 2010 წელს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, 300 ევროს ოდენობით დააჯარიმეს.
ამავე წელს, ტუბინგენის სასამართლომ, ნანა სანდერს ქურდობის ფაქტზე 150 ევრო ჯარიმა დაუწესა.
Facebook Comments Box