დიდი ბრიტანეთის მეფის ძმა აღარ მოიხსენიება იორკის ჰერცოგად, ასევე ჩამოერთმევა სამეფო ვიქტორიანული ორდენის დიდი ჯვრის რაინდისა და წმინდა გიორგის უაღრესად კეთილშობილი ორდენის სამეფო რაინდ-კომპანიონის წოდებები. ენდრიუ შეინარჩუნებს მხოლოდ პრინცის სტატუსს, რომელიც მას დედოფლის ვაჟის რანგში დაბადებით მიენიჭა.
თავის მიმართვაში ენდრიუმ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უკავშირდება.
„გარდიანი“ აღნიშნავს, რომ სამეფო ოჯახი შეშფოთებულია რეპუტაციული რისკებით, რაც ადამიანებით ვაჭრობისთვის (სექს-ტრეფიკინგისთვის) გასამართლებულ სექს-დამნაშავე ჯეფრი ეპშტეინთან პრინცის კავშირს ეხება.
მედიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ბორტ-ჟურნალების მონაცემები 1999-2006 წლებში ენდრიუს ოთხი ფრენის შესახებ ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით. ასევე გასაჯაროვდა ელექტრონული წერილები, რომლებიც უარყოფს პრინცის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან, თითქოსდა, ეპშტეინთან ურთიერთობა 2010 წელს შეწყვიტა.