უცხოური მედია

პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის“ საზოგადოების მხარდაჭერის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

წინა გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, AfD-მ (ალტერნატივა გერმანიისთვის) რეკორდულ 26.5%-იან მხარდაჭერას მიაღწია. ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 27% მზად არის ხმა მისცეს AfD-ს პარტიას, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) ამომრჩეველთა 25%-იანი მხარდაჭერა აქვს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 14% მზადაა სოციალ-დემოკრატებს (SPD) მისცეს ხმა, ხოლო 11% მხარს უჭერს მწვანეებს და მემარცხენე პარტიას.

გამოკითხვის მიხედვით, სხვა პარტიები ვერ ლახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს გერმანიის პარლამენტში შესასვლელად. ამასთან, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომლის შედეგებიც Bild-მა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ მემარჯვენე პარტიის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი პირველად შევიდა გერმანიის ათ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსთა შორის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა