„ზუმერებმა“ TikTok-ზე ახალი ტრენდი, სახელწოდებით „AI უსახლკარო კაცის ხუმრობა“ (AI Homeless Man Prank) წამოიწყეს.
პრანკერები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით უსახლკარო მამაკაცის ვიდეოებს აგენერირებენ და მშობლებს ან მეგობრებს უგზავნიან კითხვით: „იცნობ მას?“. შემდეგ „ხუმრობა“ სიტუაციას უფრო ამწვავებს ახალი სურათებით, რომლებზეც ის, თითქოსდა, უსახლკარო მამაკაცს სახლში უშვებს, საჭმელს აჭმევს და საწოლზე დასვენების საშუალებას აძლევს.
პრანკმა იმდენად დიდი პანიკა გამოიწვია, რომ მას ყურადღება პოლიციამაც მიაქცია, წერს Fox News. ქვეყნის მასშტაბით პოლიციის განყოფილებები მშობლებს მოუწოდებენ, შვილებს გაესაუბრონ და შეაჩერონ „სულელური და საშიში“ ტრენდი.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ ოჰაიოში ხუმრობისთვის პასუხისგებაში ორი მოზარდი მიეცა.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ: ასეთი ქცევა ხუმრობა კი არა, დანაშაულია. ბრალი ორ არასრულწლოვანს წაეყენა“, – ნათქვამია ბრაუნის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებაში Facebook-ზე.