ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ამბავიუცხოური მედია85 ნახვა

ტრამპი აცხადებს, რომ მინაბის სკოლაში 170 მოსწავლის და პედაგოგის დაღუპვაში დამნაშავეა ირანული მხარე და „არაზუსტი იარაღი“

ტრამპი აცხადებს, რომ მინაბის სკოლაში 170 მოსწავლის და პედაგოგის დაღუპვაში დამნაშავეა ირანული მხარე და „არაზუსტი იარაღი“

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ არ არის პასუხისმგებელი მინაბის სკოლაში 170-მდე მოსწავლისა და პედაგოგის დაღუპვაზე. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავე თავად ირანული მხარე და მათი „არაზუსტი იარაღია“. პენტაგონის ხელმძღვანელმა, ჰეგსეტმა კი დასძინა, რომ „ერთადერთი, ვინც მიზანში სამოქალაქო პირებს იღებს, ირანია“.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად გაანადგურა ირანის სამხედრო ავიაცია და 44 ხომალდი. ამავდროულად, მისი თქმით, ამ ეტაპზე ამერიკული ჯარების მონაწილეობით სახმელეთო ოპერაციის დაწყება არ განიხილება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქურთები ქვეყანაში შეჭრისგან შეაკავა, რათა ისინი „არ დაზარალებულიყვნენ“.

ახლა, როდესაც ირანის შეიარაღებული ძალები „პრაქტიკულად აღარ არსებობს“, მათ მოლაპარაკება სურთ, დასძინა ტრამპმა. თუმცა, პრეზიდენტის თქმით, ამის სურვილი აღარ აქვს აშშ-ს: „ჩვენ ამ ომს დიდი უპირატესობით ვიგებთ. ჩვენ გავანადგურეთ მათი მთელი ბოროტი იმპერია და ამას კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გავაგრძელებთ“.