„ნათლიმამას“ რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ, აღიარა, რომ „ცოტაოდენი თანხის შოვნა სჭირდება, რათა ფეხზე მყარად იდგეს“. ამ მიზნით, ის საკუთარ პირად ნივთებს აუქციონზე გაიტანს, – განუცხადა მან „ნიუ იორკ თაიმსს“.
მაგალითად, აუქციონის წესით გაიყიდება მდიდრული საათების კოლექცია, მათ შორის ის მოდელებიც, რომლებიც რეჟისორმა შვეიცარიულ საათების კომპანია F.P. Journe-სთან თანამშრომლობით შექმნა. კოპოლას მიერ შექმნილი საათის ერთ-ერთი ეგზემპლარი ადრე 5 მილიონ დოლარად გაიყიდა.
რეჟისორი ვალებში მისმა ბოლო ფილმმა, „მეგალოპოლისმა“ ჩააგდო. სურათის შექმნას, რომლის გამოსვლასაც სკანდალები და კოპოლას შეუფერებელ ქცევაში დადანაშაულება მოჰყვა, 100 მილიონ დოლარზე მეტი დასჭირდა. თანხის უმეტესი ნაწილი მან საკუთარი ჯიბიდან დააბანდა და ამისთვის ორი ღვინის ქარხანა გაყიდა. თუმცა, ფილმი ჩავარდა – მან მხოლოდ 14 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიპოვა.
„ფული არ მაქვს, რადგან ნასესხები თანხა მთლიანად „მეგალოპოლისის“ შექმნაში ჩავდე. ფაქტობრივად, ფული აღარ დამრჩა“, – აღიარა კოპოლამ მანამდე.











