ხელოვნება და კულტურა

პოეტმა და პროზაიკოსმა ნათია ხადურმა ჰოლივუდის წიგნის ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო

ჰოლივუდის წიგნის ფესტივალზე პოეტმა და პროზაიკოსმა ნათია ხადურმა პირველი ადგილი აიღო.

აშშ-ში მოღვაწე ქართველი პოეტი და მწერალი ნათელა (ნათია) ხადური ბავშვობიდანვე წერს ლექსებს, თუმცა რომანების წერას ბოლო წლებში მიჰყო ხელი. ორ წელიწადში მან შექმნა სამი რომანი და ორასზე მეტი ლექსი, რაც მისი შეუდრეკელი შემოქმედებითი ენერგიის ნიშანია.

2022 წლის გაზაფხულზე ნათია ხადური საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში, სადაც დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ საკუთარი წიგნები ინგლისურად ეთარგმნა და ამერიკულ მკითხველამდე მიეტანა. მიუხედავად საწყისი სირთულეებისა, მან მალევე მოახერხა დამკვიდრება ამერიკულ ლიტერატურულ წრეებში და დღეს იგი სხვადასხვა საერთაშორისო ანთოლოგიის თანაავტორია.

ნათია ხადურის წიგნები, თარგმნილი მზია კვირიკაშვილი-ლოურენსის მიერ, გამოქვეყნებულია ინგლისურ ენაზე და წარმოდგენილია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმაზე — Amazon-ზე. ნათია ხადური მონაწილეობს ქართულ და ამერიკულ კულტურულ ღონისძიებებში, ატარებს ლიტერატურულ საღამოებსა და პოეზიის პრეზენტაციებს, რაც ხელს უწყობს ქართული კულტურისა და ენის პოპულარიზაციას უცხოეთში.

მწერალი არის არაერთი ამერიკული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, მათ შორის — ჰოლივუდის წიგნის ფესტივალზე (Hollywood Book Festival, 2025), სადაც მან პირველი ადგილი მოიპოვა პოეზიის კატეგორიაში. მისი სახელზე მრავალი სხვა აღიარებაცაა — ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის და სხვა ქალაქების ფესტივალებში.

ნათია ხადური ღირსეული, შრომისმოყვარე და ეროვნული ღირებულებების მატარებელი დიასპორის წარმომადგენელია, რომელიც თავისი შემოქმედებით და ზნეობრივი პოზიციით ამაყად წარმოადგენს საქართველოს კულტურას უცხოეთში. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს შრომითა და რწმენით მიაღწიოს წარმატებას, შეინარჩუნოს ქართული იდენტობა და ამავდროულად, გახდეს მსოფლიო ლიტერატურული სივრცის ნაწილი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა