Uncategorized

დიმიტრი გვრიტიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის საბოლოო დიაგნოზი იმ ორკესტრირებული კამპანიის, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობს, დარტყმაა ამ ორგანიზებული კამპანიის წინააღმდეგ

ეს არის ჩემი აზრით საბოლოო დიაგნოზი იმ ორკესტრირებული კამპანიის, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ამ ორგანიზებული კამპანიის წინააღმდეგ, – ასე ეხმაურება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით სტარსბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტავას.

„მე კარგად მახსოვს და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს რა პროცესები იმართებოდა დაწყებული ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან, რომლებიც იშველიებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასრულებული შემდგომ ე.წ. NGO სექტორის წარმომადგენლებით, რომლებიც გაჰყვიროდნენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი პროცედურა არის ხარვეზიანი, არ პასუხობს დემოკრატიის სტანდარტებს, შეაჩერეთ, მორატორიუმი გამოაცხადეთ, არ განაწესოთ მოსამართლეები… ამის საპასუხოდ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევაჩერეთ ეს პროცედურა და დღეს რას ვხედავთ?! – მე ვფიქრობ, ყველაზე ავტორიტეტულმა სუბიექტმაც დაადასტურა ფაქტობრივად ამ საქმეებში, რომ შერჩევის პროცედურა არ ყოფილა თურმე ხარვეზიანი. ეს არის ჩემი აზრით საბოლოო დიაგნოზი იმ ორკესტრირებული კამპანიის, რაც სასამართლო ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ამ ორგანიზებული კამპანიის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეტანილი საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა