უცხოური მედია

კონგრესმენი დონ ბეიერი: ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას

დემოკრატი კონგრესმენი, დონ ბეიერი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის რამდენიმე ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტრამპს ამის უფლება არ აქვს.

ბეიერის თქმით, ტრამპის ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და ამერიკისთვის სრულ კატასტორფას წარმოადგენს.

“ტრამპს არ აქვს იურიდიული უფლებამოსილება, დააკისროს ამერიკის მოკავშირეებს ტარიფები, რათა ზეწოლით აიძულოს ისინი, მხარი დაუჭირონ გრენლანდიის მიტაცების მის უგუნურ მცდელობას. ეს კანონის საწინააღმდეგოა, ეს სრული კატასტროფაა ამერიკისთვის. კონგრესსა და უზენაეს სასამართლოში რესპუბლიკელებმა უნდა მოიკრიბონ ძალები და შეაჩერონ ეს.” – წერს დონ ბეიერი X-ზე. დღეს, ამერიკის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გრენლანდიის გამო, ევროპული ქვეყნების ნაწილს – დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს, 2026 წლის თებერვლიდან, ტარიფებს უწესებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

Uncategorized

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

პოლიტიკა

შაკო ჩაჩანიძე პატიმრის გაუპატიურების შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: მსგავსი ინიციალების მქონე პატიმარი ლაითურის ციხეში საერთოდ არ იმყოფება. ეს იმ ცრუ კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც დავითაძის ოჯახმა წამოიწყო – იმედია, სახელმწიფო მკაცრად აგებინებს პასუხს ვლადიმერ მენაბდესა და „გურიის მოამბეს“ ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო!

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.