უცხოური მედია

კონგრესმენ ტროი ნელსის შესაძლო შემცვლელი მისი ძმა-ტყუპისცალია

ტეხასის შტატის კონგრესმენმა, ტროი ნელსმა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია, განაცხადა, რომ არ იყრის კენჭს კონგრესის არჩევნებში 2026 წელს.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მან პირადად დაურეკა ტრამპს და წარუდგინა პრეზიდენტს თავისი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა.

კანდიდატი აღმოჩნდა მისი ძმა-ტყუპისცალი, ტრევერ ნელსი. ტრევერმა უკვე დაადასტურა კონგრესში ადგილის დაკავების სურვილი და პირობა დადო, რომ „ტრამპის გვერდით დადგება კონსერვატიული ღირებულებების დასაცავად“.

„ტრამპთან საუბრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ტრევერი მის მხარდაჭერას მოიპოვებს“, – დაწერა მოქმედმა კონგრესმენმა თავის ძმაზე.

ტროი ნელსი კონგრესში 2020 წელს აირჩიეს. იგი ცნობილი გახდა შემდეგი ინიციატივებით:

მან მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ტრამპის სახელი 100-დოლარიან ბანკნოტზე უნდა დაებეჭდათ.

მან შესთავაზა ვაშინგტონის მახლობლად მდებარე დალესის საერთაშორისო აეროპორტისთვის ტრამპის სახელის დარქმევა.

ის აქტიურად უწევდა ლობირებას კანონმდებლობას, რომელიც არალეგალი იმიგრანტების დეპორტაციის პროცესის გამარტივებას ისახავდა მიზნად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა