საფრანგეთში კათოლიკურმა ეკლესიამ 2025 წელს 17 000-ზე მეტი ადამიანი მონათლა — ეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ Axios წერს.
კვლევის თანახმად, ბრიტანელთა წილი 24 წლამდე ასაკში, რომლებიც ეკლესიას თვეში ერთხელ მაინც სტუმრობენ, 4%-დან (2018 წ.) 16%-მდე (2025 წ.) გაიზარდა.
ექსპერტების თქმით, რელიგია ერთიანობისა და უსაფრთხოების განცდას იძლევა, რაც ზუმერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მათგანი პოლიტიკური და სოციალური არეულობისა და COVID-პანდემიით გამოწვეული იზოლაციის ჩრდილში გაიზარდა.
ამასთან, აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა მართლმადიდებლობის პოპულარობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა კონსერვატორ მამაკაცებში.
Pew Research Center-ის მონაცემებით, აშშ-ში მართლმადიდებელთა შორის მამაკაცების წილი 60%-ს შეადგენს.
ამასთან, ზრდასრული მრევლის 24% 30 წელზე ახალგაზრდაა. კათოლიკეებსა და ევანგელისტებსშორის ეს მაჩვენებლები გაცილებით დაბალია.
ექსპერტების განცხადებით, ახალგაზრდები მართლმადიდებლობაში აფასებენ წესრიგს, მამაკაცურობაზე ორიენტირებულობას, მასკულინურ ფასეულობებსა და ტრადიციულობას. მაგალითად, ერთ-ერთმა სტუდენტმა ჯოშ ელკინსმა NYT-ს უთხრა, რომ მართლმადიდებლობა „მიმართულია მამაკაცის სულისკენ“.
„მართლმადიდებლური ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც ნამდვილად ასწავლის და ხელმძღვანელობს მამაკაცებს, და მკაფიოდ უთითებს, რა უნდა გააკეთონ,“ — ამბობს ჯოში.
NYT ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში მართლმადიდებლობის პოპულარობის ზრდის გარდამტეხი მომენტი სწორედ 2020 წელი გახდა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიები სხვებზე ხშირად უგულებელყოფდნენ პანდემიას და აგრძელებდნენ წირვა-ლოცვას.
ამჟამად, მრევლის მკვეთრი ზრდის გამო, აშშ-ის მართლმადიდებლური ეკლესიები ფართოვდებიან, ზრდიან თანამშრომლებს და ახალ სკოლებს ხსნიან.











