უცხოური მედია

ტრამპი: დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს. ისინი ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Politico-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დროა უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს.

მისი თქმით, უკრაინა ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებს, რაც დემოკრატიას აღარ ჰგავს.

„ვფიქრობ, რომ ახლა მნიშვნელოვანი დროა არჩევნების ჩასატარებლად. ისინი ომს არჩევნების არჩატარებისთვის იყენებენ. ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს. არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს. მათ დიდი ხანია არ ჰქონიათ არჩევნები. იცით, ისინი დემოკრატიაზე საუბრობენ, მაგრამ რაღაც მომენტში ეს უკვე დემოკრატიას აღარ ჰგავს“, – თქვა ტრამპმა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა