ჟურნალისტი ელისო კილაძე დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით დილის 9 საათზე დააკავეს. კადრებში, რომელიც ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ კილაძე ითხოვს კითხვაზე პასუხს, რატომ დაადეს ხელბორკილები. ის ასევე უფლებადამცველ ვალერი გელბახიანთან დაკავშირებას ითხოვს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ე. წ. ქოლცენტრების საქმის ფარგლებში 10 ადამიანს წაუყენეს ბრალი – პროკურორის თქმით, მათგან ორმა, თორნიკე ჯანელიძემ და გიორგი კამლაძემ დანაშაული აღიარეს.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ – ბრალდება დაუწრებლად წარედგინება მიმალვაში მყოფ ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშალებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, მიხელ ჩოხელს და ირაკლი სეხნიაშვილს.
Facebook Comments Box











