პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგია: აღარ დავუჭერთ მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს-  აღარ დავემორჩილებით არარჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს

საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს,  – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სააგენტოს სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც 2026-2030 წლებს ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციები „შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ ისეთი დღის წესრიგის წინ წამოწევას, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია.“

აქვე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსეს და მხარს აღარ დაუჭერს აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს. 

„დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და აღარ დაუჭერს მხარს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ არაარჩევით საერთაშორისო ბიუროკრატებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ, ამერიკელების და პარტნიორი ქვეყნების, როგორიცაა ისრაელი, მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდასა და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით, სტანდარტების განმსაზღვრელი ორგანოების საქმიანობაზე, ამავდროულად, რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგის შესუსტებისა და შეცვლისათვის ან დაფინანსების მოპოვებისათვის, რომელიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ მიზნებს, ანუ შევქმნათ კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურებიან ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას.“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.