აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხსაც მიმართა და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, აქამდე არცერთი პრეზიდენტი იყო მზად, მსგავსი ნაბიჯები გადაედგა.
„თქვენი თავისუფლების საათი ახლოვდება, დარჩით უსაფრთხო ადგილას, არ დატოვოთ თქვენი სახლები, გარეთ ძალიან საშიშია, ბომბები ყველგან ჩამოცვივდება. როდესაც ჩვენ დავასრულებთ, მთავრობა თქვენს ხელში იქნება, ის თქვენი იქნება. ეს ალბათ მომავალი თაობებისთვის ერთადერთი შანსი იქნება.
მრავალი წლის განმავლობაში თქვენ ამერიკის დახმარებას ითხოვდით, მაგრამ აქამდე არასდროს მიგიღიათ. არცერთი პრეზიდენტი არ იყო მზად გაეკეთებინა ის, რასაც მე ვაკეთებ. ახლა თქვენ გყავთ პრეზიდენტი, რომელიც გაძლევთ იმას, რაც გსურთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
Facebook Comments Box











