პოლიტიკა

ჩვენ იმედი მხოლოდ 5 დღით დავხურეთ. გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან, დღეს ის ჩემი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია

ვისაც არ უნდა გეწყინოთ, იმედი ზუსტად იმავეს აკეთებდა 2006-2007 წლებში. როგორც კი რუსი ჯაშუშები დავაკავეთ და რუსეთმა დაიწყო ქართველების გამოყრა და შემოიღო ემბარგო,-ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსი ოლიგარქის, პატარკაციშვილის “იმედი” მთელი ძალით ამუშავდა ჩვენი პრო-დასავლური მთავრობის წინააღმდეგ კლასიკური ნიმუში იყო დადგმული რეპორტაჟების სერია იმის შესახებ თუ როგორ ჩეხავდნენ კახელები ვენახს, იმის ფონზე რომ რუსეთის ემბარგოს მე მაბრალებდნენ.

ამ ყველაფერმა პიკს მიაღწია 2007 წლის შემოდგომაზე, როცა თბილისში იგეგმებოდა ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა და ჩვენთვის MAP-ის მინიჭების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, ნატოს მიერ ორგანიზებულ თბილისის კონფერენციაზე.

მიმდინარეობდა ისტერიული სურვილის გაღვივება ჩვენი მთავრობის დამხობის მიზნით. იმედმა მხარი დაუჭირა ჯღანას კრიმინალური ჯგუფის მხარდაჭერის აქციას. უშვებდა ჩემზე კლიპებს სადაც “უცნობი” წარმოადგენდა კალიგულას – გარყვნილი რომაული იმპერატორის სახით.

იმედი მაშინაც წყვილში მუშაობდა შალვა რამიშვილის 202 არხთან. ზუსტად ისეთივე ტექნოლოგიით, როგორც ახლა.

მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა პატარკაციშვილის ჩანაწერები, რომლებშიც ის ავალებდა მკვლელობას და დეტალურად ჰყვებოდა არჩევნების ჩაშლის გეგმას, გიორგი თარგამაძემ საბოლოოდ გამოიყვანა არხი პატარკაციშვილის დაქვემდებარებიდან. იმედის ბევრმა ჟურნალისტმა, სხვაგან გააგრძელა საქმიანობა, ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი. გიორგი თარგამაძე დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჟურნალისტია.

აი ახლა მინდა ყველაფერი იმის ფონზე რაც ახლა იცით – უნდა დახურულიყო თუ არა მაშინდელი “იმედი”? (ოღონდ ჩვენ მხოლოდ 5 დღით დავხურეთ)“,-წერს სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მოპასუხის პოზიცია არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა იმისა, რომ ამ სხდომაზე არ მოხდეს პასუხის გაცემა მთავარ შეკითხვაზე, კერძოდ, 1633 რეზოლუციაზე ხელისმოწერით ნაცმოძრაობამ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული თუ ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ქართულ ჯარს დააბრალა ომის დანაშაულები

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან – ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე  – ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.