პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: გამჭვირვალობის კანონი იყო ჩვენი ღირებულებითი აცდენა ევროკავშირთან – სწორედ ასე ამართლებდნენ ევრობიუროკრატები საქართველოზე ზეწოლას. თუმცა დღეს მსგავს კანონს უწოდებენ უსაფრთხოების ფარს

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, მედიასთან გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადებას, რომელშიც მან ისაუბრა ევროკავშირის სურვილზე, მიიღოს გამჭვირვალობის კანონი.

ქადაგიძემ განაცხადა, რომ წარსულში ევრობიუროკრატები საქართველოს გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებდნენ, ხოლო ახლა, იმავე კანონის დანერგვა საკუთარ სტრუქტურაში სურთ:

„გავიხსენოთ, როგორ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ – განაცხადა დეპუტატმა. ქადაგიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს. „პირველ რიგში, გავიხსენოთ, როგირ გვადანაშაულებდნენ ე.წ. რუსული ნარატივის გავრცელებაში. პოლიტიკა, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ ატარებდნენ, ბიუროკრატებს თავისივე საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდათ: გამჭვირვალობის კანონი ჩვენთვის იყო მახვილი და წარმოადგენდა ღირებულებით აცდენას ევროკავშირთან – ზუსტად ასე ამართლებდნენ ჩვენ მიმართ ზეწოლას. თუმცა დღეს, უკვე მსგავს კანონს უწოდებენ უსაფრთხოების ფარს. სიმართლე ერთია – გამჭვირვალობა ფარია ყველგან და ყველასთვის, მას ალტერნატივა არ აქვს. შესაბამისად,, რის გამოც ევრობიუროკრატები ცდილობდნენ ჩვენს დასჯას, იმავე პოლიტიკის გატარება უნდათ ახლა, თავიანთ სტრუქტურაში“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა