ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ცოტნე ანანიძე„“ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა. შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს“ დღეს 7 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი15°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი18°C
  • რუსთავი17°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი12°C
  • გორი15°C
  • ახალციხე13°C
  • ოზურგეთი17°C
  • ამბროლაური14°C
  • მესტია10°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 31 ოქტომბერი
  • USD2.5992+0.0033
  • EUR2.9116+0.0182
  • GBP3.4902+0.0317
  • TRY0.0520−0.0001
  • 100 RUB3.2307+0.0080
  • AZN1.5292+0.0019
  • 1000 AMD7.2100+0.0303
  • 10 UAH0.5730+0.0032
ამბავისხვა83 ნახვა

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ბაზას დაარტყა

ირანმა კვიპროსზე ბრიტანულ ბაზას დაარტყა

ირანმა კვიპროსის სამხრეთში მდებარე გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ბაზას დრონით შეუტია. ინფორმაცია კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდისმა დაადასტურა.

მან სოციალურ ქსელში X დაწერა, რომ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა აკროტირის ბრიტანულ სამხედრო ობიექტებს, რამაც „მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია“.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ „მუდმივ კონტაქტშია“ ევროპის ლიდერებთან და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან და დასძინა, რომ კვიპროსი „არ აპირებს იყოს რაიმე სამხედრო ოპერაციის ნაწილი“.

ეს განცხადება მოჰყვა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უახლეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ისინი აკროტირის ბაზიდან თანამშრომელთა ოჯახის წევრების ევაკუაციას ახორციელებენ.