Uncategorized

IAEA: არ არსებობს იმის ნიშნები, რომ ირანის ბირთვული ობიექტები დაზიანდა, ირანის ხელმძღვანელობას ვერ ვუკავშირდებით

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელდა, თუმცა სააგენტო ვერ უკავშირდება ირანის ბირთვული საკითხების ხელმძღვანელობას.

ამ თემაზე ჟურნალისტებს სააგენტოს მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განუცხადა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი დაზიანდა ან დარტყმის სამიზნე გახდა. ირანის ბირთვული მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა გროსიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა