“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის აქტივისტის მაგდა მამუკაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება, რომელიც წერს, რომ “დღეს ტყიბული ბევრად უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩელიაბინსკი”. ქართველიშვილი წერს, რომ მაგდა მამუკაშვილის ლოგიკით, აშშ-ის მთავრობის ბრალი გამოდის ლოს ანჯელესის ხანძარი, საბერძნეთის მთავრობის ბრალია კუნძულ სანტორინის განადგურება სტიქიის მიერ, თურქეთის მთავრობის ბრალია მიწისძვრა, წყალდიდობა და ასე შემდეგ.
“ნაცობა რომ ფსკერია, აი ამ ერთი რიგითი მარგინალის FB პოსტიდანაც ნათლად ჩანს. ეს ნაცმადიდებელი თამამად წერს, რომ თურმე სტიქია ხელისუფლების ბრალია და ამიტომ ჩელიაბინსკზე უარესში გავიღვიძეთ, არათუ ჩელიაბინსკში. ხვდებით ხომ, რა დონის სექტანტებთან გვაქვს საქმე, რომ ამას წერენ და შემდეგ საკუთარი სექტის სხვა ნაცმადიდებლებს აჯერებენ. ამ ქალის ლოგიკით, აშშ-ის მთავრობის ბრალი გამოდის ლოს ანჯელესის ხანძარი, საბერძნეთის მთავრობის ბრალია კუნძულ სანტორინის განადგურება სტიქიის მიერ, თურქეთის მთავრობის ბრალია მიწისძვრა, წყალდიდობა და ასე შემდეგ. ამ ხალხთან ვლაპარაკობთ დიალოგზე? შერიგებაზე? გამორიცხულია! ესენი ყველა ისტორიის სანაგვეზე უნდა იყვნენ. ანუ იქ – სადაც ახლა არიან”- წერს დავით ქართველიშვილი.











