თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს არის სტრატეგიული მიტოვება, რომელიც ადამიანის უფლებების შესახებ ლექციად არის შენიღბული, – წერს ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია, X-ზე.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსგან რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოთხოვნის ფონზე, ბრიუსელში, სხვადასხვა ქვეყანა ერთმანეთის მიყოლებით ცდილობს, რუსეთთან მოლაპარაკებას ან სანქციების მოხსნას.
“ევროკავშირი საქართველოს: „დაიცავით დემოკრატია, წინააღმდეგობა გაუწიეთ რუსეთის გავლენას ნებისმიერ ფასად!“ ამასობაში, ბრიუსელში: იტალია: „მოდით, მოვხსნათ სანქციები რუსულ ნავთობზე“. ბელგია: „ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთს, ამიტომ მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“. საფრანგეთი: „გთხოვთ, რუსეთო, შემოგვიერთდით მოლაპარაკებებში“,” – წერს თოფურია X-ზე.











