Uncategorized

პატრიარქს ნათლულები ემშვიდობებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ნათლულებმა სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა გამართეს.

პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ. ისინი თეთრი ვარდებით მივიდნენ სამების ტაძარში, სადაც ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა. პატრიარქის 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა