უცხოური მედია

მედია: ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეი შონი რუსეთში პირველ სოლო კონცერტს გამართავს 

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი, რომელიც ცნობილია ჰიტებით Ride It, Down და Tonight, პირველად გამართავს თავის ორ სოლო კონცერტს მოსკოვში 17 და 18 დეკემბერს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

„ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი ყველას გაახსენებს, სად იყო 2009 წელს, აგატირებთ და გაგახარებთ, შემდეგ ისევ აგატირებთ და კვლავ გაგახარებთ. არტისტსა და მის გუნდთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ოფიციალურად ვაცხადებთ ორ კონცერტს მოსკოვში, 17 და 18 დეკემბერს“,- წერს მედია. 

საკონცერტო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანა სუბჩევამ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში აღნიშნა, რომ არტისტს რუსეთში დიდი რაოდენობით თაყვანისმცემელი ჰყავს, ხოლო სააგენტო აუდიტორიის მოთხოვნებს ყურადღებით უსმენს. მანვე დაამატა, რომ მოლაპარაკებები რვა თვე გრძელდებოდა, რადგან მომღერალს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და კონცერტებისთვის შესაფერის თარიღებს ვერ არჩევდნენ. 

„გვინდა, არტისტს ნამდვილი რუსული ზამთარი და ახალი წლის წინ ლამაზად მორთული დედაქალაქი ვაჩვენოთ“, – აღნიშნა მან. 


Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა