ამერიკული გამოცემა ProPublica ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ისეთი გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია Navatek-სგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ.
ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.
აშშ-ში მასშტაბური ავიასაჰაერო შეფერხება მოხდა: 5 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, 800-ზე მეტი კი გაუქმდა. ABC News-ის ინფორმაციით, 21 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს აპარატურის მწყობრიდან გამოსვლამ ყველაზე მეტად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი დააზარალა: ნიუარკსა და ფილადელფიაში გარკვეული დროით სრულად შეჩერდა ფრენების მიღება და გაფრენა, სერიოზული დაყოვნებები დაფიქსირდა ნიუ-იორკის ჯონ კენედის (JFK) და ლაგუარდიას აეროპორტებში, ასევე ბოსტონში, სადაც რეისების ნაწილი გადაამისამართეს.
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა ვალერი ზალუჟნის შესაძლო მონაწილეობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს.
მილიარდერი, კომპანია „ინეოსის“ (Ineos) დამფუძნებელი და საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიმართ ნდობა დაკარგა. ამის შესახებ მან “ბიბისისთან” განაცხადა.
კომპანიების, Moderna-სა და Merck-ის მიერ შემუშავებული კანის კიბოს мРНК-ვაქცინა წარმატებული გამოცდის შემდეგ აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებისთვის ემზადება. ლა-ვერნის უნივერსიტეტის გამოთვლითი ბიოლოგიის ლაბორატორიის გამგემ, ტატიანა ტატარინოვამ მედიასთან განმარტა, რომ мРНК-ვაქცინის ამოცანაა ასწავლოს იმუნურ სისტემას უნიკალური მუტაციების ცნობა და არა ერთი უნივერსალური შაბლონის გამოყენება.
აშშ-ში მოკლული უკრაინელი ლტოლვილის, 23 წლის ირინა ზარუცკას ოჯახმა ქალაქ შარლოტის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა.ახლობლები ადგილობრივ მთავრობას გულგრილობასა და სხვა დარღვევებში ადანაშაულებენ, რამაც ტრაგედია გამოიწვია — ახალგაზრდა ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოკლეს.
იაპონიის ჩიბას პრეფექტურაში რეკორდული წვიმის შედეგად დაახლოებით 7 000 მგზავრი ჩარჩა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში, რადგან წყალდიდობამ გზები და რკინიგზა დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კვირას ბერლინში პირველად გაიმართა „ველოსიპედით შიშველი მსვლელობის მსოფლიო დღე“. მონაწილეების განცხადებით, ისინი თავისუფლების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად გამოდიან, ამიტომაც ქალაქის ქუჩებში ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებიან.
ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ალექსანდრე ილიუკევიჩმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ВоенТВ“-ის ეთერში განაცხადა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე და გეგმებთან დაკავშირებულ სხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემი განზრახვაა, გაიხსნას კონკრეტული გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ [უკრაინისა] და [მოლდოვისთვის], ისევე როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის,“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი ზემო ისტ-საიდში (Upper East Side) ლეგიონელოზის, იგივე „ლეგიონერთა დაავადების“ აფეთქებას იძიებს. ინფექციის სავარაუდო წყაროდ მიიჩნევა ორთქლი, რომელიც შენობების სახურავებზე განთავსებული გამაგრილებელი კოშკებიდან (გრადირნიებიდან) გამოიყოფა.
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო, როდესაც შანიჩარა ბოტემ მშობლები დაკარგა — ისინი მარტოხელა ველურმა სპილომ სასიკვდილოდ გათელა. ამ ტრაგედიის შემდეგ მამაკაცმა მთელი ქონება გაყიდა, ორი მდინარე გადაკვეთა და საცხოვრებლად ახალ სოფელში გადავიდა, რათა კოშმარი წარსულში დაეტოვებინა. თუმცა, თავის დაღწევა ვერ შეძლო. სპილომ ბოტეს ახალ კვალს მიაგნო, მის ახალ სახლში შეიჭრა და ამჯერად მამაკაცის 25 წლის რძალი და ოთხი წლის შვილიშვილი მოკლა. სასოწარკვეთილი მამაკაცი ამბობს, რომ ცხოველმა ისინი მაინც იპოვა და გასაქცევი აღარსად აქვთ.
პოლონელ პოლიტიკოსს, პრეზიდენტ ნავროცკის შრეკთან შედარებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვოიცეხ შლუსარჩიკმა პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის მეუღლის, მარტა ნავროცკას ფოტო გამოაქვეყნა და იკითხა: “და შრეკი სად არის?”, რითაც მიანიშნა, რომ ის პრინცესა ფიონას ჰგავდა. ამის გამო, პროკურატურამ მას პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდება წარუდგინა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პურმოჰამადი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა სენატორების რიშის, კორნინისა და მათი კოლეგების კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პოლიტიკაზე უცხოელი მოწინააღმდეგეების გავლენის აღკვეთას ისახავს მიზნად.
25 ივნისს Brent-ის მარკის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ფასი ბარელზე 72,48 დოლარამდე შემცირდა, რაც თებერვლის ბოლოდან მოყოლებული მინიმალური მაჩვენებელია. მოგვიანებით კოტირებები ოდნავ დაკორექტირდა და ბარელზე 73 დოლარს გადასცდა. ამერიკული WTI მარკის ნავთობი კი 70 დოლარის ფარგლებში იყო, იტყობინება Reuters-ი.
დიდმა ბრიტანეთმა წარადგინა გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს იმ ძალადობრივი და მავნე თერაპიების კრიმინალიზაციას, რომლებიც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა თქვა, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო.
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.