ეკონომიკა
80 მასალა
17 სექტემბერი
23 ივლისი
1 ივლისი
Moody’s-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა
Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2 შეინარჩუნა და პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ანგარიშის თანახმად, სააგენტომ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.
24 ივნისი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა | IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა – IMF
საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ პუბლიკაციას დასახელებით ,,საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა საქართველოში: რა მოცულობაა საკმარისი” აქვეყნებს.
22 ივნისი
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
3 ივნისი
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development) უახლესი რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის მიხედვით, ბანკი პროგნოზირებს, რომ მის საქმიანობის რეგიონებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2025 წლის 3.4%-დან 2026 წელს 3.1%-მდე შენელდება, ხოლო 2027 წელს კვლავ 3.6%-მდე აღდგება.
27 მაისი
25 მაისი
ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა – ანგარიშის დეტალები
ევროკომისია განახებულ ანგარიშს – 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა | ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია განახებულ ანგარიშს – 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
13 მაისი
“ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე…” – მარკეტების ქსელ “გვირილას” განცხადება
“გვირილას” დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში დაიწყებს კამპანიას, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.
შევადგინეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სია და გაიაფებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან – “ნიკორას” წარმომადგენელი
ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა – კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ვუერთდებით სოციალურ პასუხისმგებლობას, მომავალში კიდევ უფრო მაღალი ფასდაკლების აქციებსაც შევთავაზებთ მომხმარებლებს – “დეილი ჯგუფის” კომერციული დირექტორი
“ბურღული, რძის, გაყინული ხორც პროდუქტები, ფასდაკლებები იწყება 20%-დან, და მაქსიმუმ შესაძლებელია იყოს 40%-ის ფარგლებში” – “დეილი ჯგუფის”კომერციულმა დირექტორმა, მიხეილ ზამბახიძემ, “სასურსათო კალათაზე” საუბრისას განაცხადა, რომ დამატებითი აქციების ფარგლებში, მომხმარებლები პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენას კიდევ უფრო დაბალ ფასად შეძლებენ.
„აგროჰაბის“ კომერციული დირექტორი „სასურსათო კალათაზე“: ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღინიშნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით
ჩვენს თაროებზე გამოჩნდება წითელი ფასმაჩვენებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება „ტოპ ფასი“, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი ჩვენს ქსელში, ამ კონკრეტულ პროდუქტზე ისარგებლებს ყველაზე შეღავათიანი ფასით, – განაცხადა „აგროჰაბის“ კომერციულმა დირექტორმა ანა გახარიამ „სასურსათო კალათაზე“ საუბრისას.
8 მაისი
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა და გამოვხატავთ სრულ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროექტის განხორციელებაში.
6 მაისი
მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს გაეცნო
სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო.
4 მაისი
საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში
Business Insider Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან საქართველოში.
2 მაისი
„ნიკორა სუპერმარკეტი”: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე – უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე
„ნიკორა სუპერმარკეტი”, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების – „გუდვილის” და „დეილი ჯგუფის” მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახებ იუწყება, რაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
“გუდვილი”: კომისიის რეკომენდაციების თანმიმდევრული იმპლემენტაციით შესაძლებელია, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მიღწეულ იქნას ,,სოციალური კალათის” პროდუქტებზე მეტად ხელმისაწვდომი ფასების არსებობის საერთო მიზანი
საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნასთან, აგრეთვე რითეილ ასოციაციის განცხადებასთან დაკავშირებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია “გუდვილი” საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.
„დეილი ჯგუფი” პარლამენტის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე იწყებს ინიციატივას „შენთვის შერჩეული”: ვიწყებთ სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფას
„დეილი ჯგუფი” ეხმიანება „რითეილ ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ასოციაცია, საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირებას იწყებს, რომლებზეც მუდმივად განხორციელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. დეილი ჯგუფი ამ ხედვას იზიარებს და მომხმარებლებს სთავაზობს ინიციატივას – “შენთვის შერჩეული”.
1 მაისი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეფექტიანი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული არა ფასების ადმინისტრაციულ კონტროლზე, არამედ ბაზრის სტრუქტურული გაუმჯობესებისკენ, გამჭვირვალობის ზრდისა და ღირებულებათა ჯაჭვის ეფექტიანობის ამაღლებისკენ.
30 აპრილი
24 აპრილი
ტრამპის კრიპტოვალუტის კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ
ბლოკჩეინ TRON-ის დამფუძნებელმა, ჯასტინ სანმა, კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა World Liberty Financial-ის წინააღმდეგ. ეს არის კრიპტოპლატფორმა, რომელიც დონალდ ტრამპის ოჯახთანაა დაკავშირებული.
19 აპრილი
31 მარტი
ეკა სეფაშვილი 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდაზე: ტარიფი უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი, რათა მოსახლეობას მიეცეს საშუალება, ნელ-ნელა შეეგუოს გაზრდილ ტარიფს
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე გაიზრდება აქციზის განაკვეთი. სეფაშვილმა თქვა, რომ ტარიფები უნდა იყოს არა ამკრძალავი, არამედ შემზღუდავი: „ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ისეთი მიდგომა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ეტაპობრივად შეეგუონ ამ ახალ რეგულაციას და, ამასთანავე, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პირობების დაცვას საქართველოში“ – განაცხადა დეპუტატმა.
11 მარტი
„აგროჰაბის“ დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი: წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაცია, კომპანიას პროდუქტის ფასის შემცირებისა და მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს
პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, „აგროჰაბის“ დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა, განაცხადა, რომ საკუთარი წარმოება კომპანიას საშუალებას აძლევს, პროდუქტის თვითღირებულება შეამციროს და მომხმარებელს შედარებით დაბალი ფასი შესთავაზოს.
„გუდვილის“ გენერალური დირექტორი: „ორმა ნაბიჯმა“ ზეთი შემოიტანა, რომელიც 25-30 % უფრო იაფი იყო მასთან, ვიდრე მე მომწოდებელი მაწვდიდა, ანუ მე თვითღირებულებაში რომ გამეყიდა ის ზეთი ვიქნებოდი მაინც 25%-ით უფრო ძვირი ჩემს დახლზე და რით მოახერხა ეს?! წავიდა და ეს ზეთი მწარმოებლისგან შემოიტანა პირდაპირ
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის დღის წესრიგიც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაა, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.
“უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ “ქეშბექს” კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია
ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ “ქეშბექს” კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, – ამის შესახებ “უნივერსამის” დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა განაცხადა.





























