ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„ღიმილისმომგვრელი და არადამაჯერებელია, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, ერთმანეთს გაემიჯნოს. თუ ვინმეს ვინმესგან გამიჯვნა სურდა, საკმარისზე დიდი დრო ჰქონდათ. მათ ეს არ გააკეთეს, პირიქით, ამაყობენ და იმავე ენთუზიაზმს ავლენენ რომლითაც წარსულში გამოირჩეოდნენ“ დღეს 5 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი4°C
  • ბათუმი12°C
  • ქუთაისი10°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი11°C
  • თელავი4°C
  • გორი5°C
  • ახალციხე4°C
  • ოზურგეთი11°C
  • ამბროლაური2°C
  • მესტია−4°C
  • ფოთი11°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 18 ნოემბერი
  • USD2.5928−0.0003
  • EUR2.8495−0.0052
  • GBP3.4194−0.0014
  • TRY0.0514−0.0001
  • 100 RUB3.1410+0.0011
  • AZN1.5254
  • 1000 AMD7.1900−0.0035
  • 10 UAH0.5713+0.0010
ამბავიკულტურა99 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს კვლავ იუნესკოს პატრონაჟი მიენიჭა

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს კვლავ იუნესკოს პატრონაჟი მიენიჭა

ქართული კულტურული სივრცისთვის მნიშვნელოვანი აღიარება გრძელდება: იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ ორგანიზაციის უმაღლესი პატრონაჟი მიენიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა – ფესტივალის გენერალურმა მდივანმა ელისო ბოლქვაძემ და ორგანიზატორებმა, ოფიციალური წერილი მიიღო იუნესკოს გენერალური დირექტორის თანაშემწისგან საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ლიდია არტურ ბრიტოსგან.

წლის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა ბათუმში 2026 წლის 21-დან 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

იუნესკოს ოფიციალურ წერილში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ბათუმის ფესტივალის მიზნები სრულად ემთხვევა ორგანიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, კულტურულ მრავალფეროვნებასა და მუსიკის საშუალებით კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას, ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ნიჭის მხარდაჭერასა და მუსიკალური განათლების ხელშეწყობას, კულტურის ხელმისაწვდომობას, მათ შორის, თანამედროვე ციფრულ გარემოში.

„იუნესკო უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნების ინტეგრაციას განათლებაში და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას. მუსიკის სფეროში თაობების განვითარებაში შეტანილი ამ წვლილისთვის, გულწრფელად გილოცავთ ამ წარმატებას“, – აღნიშნულია ლიდია არტურ ბრიტოს წერილში.

ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალისთვის იუნესკოს პატრონაჟის ხელახლა მოპოვება კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის მაღალ საერთაშორისო სტატუსს და მიმდინარე წლის ნოემბერში დაუვიწყარ მუსიკალურ დღესასწაულს გვპირდება.