პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია ,,ცვლილებებისთვის”, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, ,,ძლიერი საქართველო” და პარტია ,,საქართველოსთვის”) განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს, – წერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში.

ჩაკვეტაძე ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ აღნიშნულ წერილს სამარცხვინოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი.

მისივე განცხადებით, ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებს, ამ უღირს წერილს შეახსენებს.

,,არაერთს, ქვეყნის შინ და გარეთ, ჰგონია, რომ ქართველ ხალხს მოკლე მეხსიერება აქვს.
ჩემი ამ განცხადებით სწორედ მათ მინდა შევახსენო ერთი სამარცხვინო წერილის შესახებ, რომელიც არასრული 2 წლის წინ ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ბრიუსელში გააგზავნა.
2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც. მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა (კოალიცია ,,ცვლილებებისთვის”, ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, ,,ძლიერი საქართველო” და პარტია ,,საქართველოსთვის”) განცხადებით მიმართეს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რითაც საქართველოს სანქცირება მოითხოვეს.
ტექსტი ტყუილებითაა გაჟღენთილი და მასში ნათლად იკითხება სახელმწიფო ინტერესების ღალატი, სადაც ხუთი გამაოგნებელი რამ მოითხოვეს:

  1. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება;
  2. ამ გამოძიების დასრულებამდე ახალი მოწვევის პარლამენტის არაღიარება;
  3. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შეჩერების გამოცხადება;
  4. ხელისუფლებასთან ყველანაირი ტიპის ფორმატისა და მოლაპარაკების შეწყვეტა;
  5. ქვეყნისათვის ფინანსური მხარდაჭერის ანულირება.
    აქ, ამ ოთხი დაჯგუფებიდან, მხოლოდ ერთ-ერთზე – ,,გახარიას” პარტიაზე შევჩერდები.
    პასუხისმგებლობის აღება მათი ძლიერი მხარე რომ არ არის, ეს წერილიც ადასტურებს.
    გიორგი გახარია ჯერ ჩვენი პარტიიდან გაიქცა და შემდეგ, თავის შექმნილ პარტიაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა და ბერდია სიჭინავას მოაწერინა ხელი ამ სამარცხვინო დოკუმენტზე.
    პარლამენტის გამცდენები, ქუჩაში დადგნენ, პოლიციელებს, შენობებსა და თბილისის ქუჩებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის სანქცირების მოთხოვნა გააგრძელეს.
    ბოლოს კი, ჰოი საოცრებავ, 1 წლის თავზე მაინც შემოვიდნენ პარლამენტში.
    თქვენ, მართლა გგონიათ, რომ ეს საზოგადოებას დაავიწყდა?!
    ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!
    ასევე მოვიქცევით ნებისმიერ დროს დასმულ შეკითხვაზე, თუ რატომაა ჩვენი შეფასებით ეს პარტიები არაკონსტიტუციური!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.