პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება

მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში?! ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება. პირიქით, ასეთი შანტაჟი, ეს რიტორიკა – აი, ორ თვეში დავუბრუნდებით, აი, სერიოზულად განვიხილავთ თქვენს საკითხს… რაზე საუბრობენ, რას განიხილავენ?! ან როგორ უნდა გაუბედო დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრო?!, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ასეთ მუქარებს ქართულმა საზოგადოებამ არჩევნებზე გასცა პასუხი, როდესაც აირჩია ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

“თარიღების დაკიდებაში არიან სპეციალისტები, როგორც ისინი, ასევე, მათი დამქაშები აქ – სხვადასხვა ნომრით და ფერით, საკონსტიტუციო სარჩელში შეტანილი თითოეული პარტიული სუბიექტი. ეს ყბადაღებული თემა – ვიზების თემა, ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია მიიღო გადაწყვეტილება და მათი მხრიდან ამ თავდასხმების ფონზე, თარიღების დაკიდების, განცხადებების ფონზე თითოეულ არჩევნებზე დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება თავისი ქვეყნის მიმართ, რომ არ არსებობს ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა გაიცვალოს უვიზო მიმოსვლაში. მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში?! ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება. პირიქით, ასეთი შანტაჟი, ეს რიტორიკა – აი, ორ თვეში დავუბრუნდებით, აი, სერიოზულად განვიხილავთ თქვენს საკითხს… რაზე საუბრობენ, რას განიხილავენ?! ან როგორ უნდა გაუბედო დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას, რომ ამ ტონით ესაუბრო?! იმდენად დაშტამპული მოძრაობენ იმ რაღაც სცენარებით, რომ ალბათ აღარც აღელვებთ, ალბათ დროც არ აქვთ, რომ რამე კრეატიული მოიფიქრონ. აგენტურაში კრეატივს ვერ ნახავ. მათ კრეატივი ამოწურეს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.