პოლიტიკა

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ ქუჩებზე არ ვრცელდება. ის ციფრულ სივრცეშიც წყდება“.

მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და მათ შორის, საქართველო, საარჩევნო პროცესებში მასშტაბური საინფორმაციო მანიპულაციის მსხვერპლი გახდა.

მისივე განმარტებით, ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„დემოკრატიულმა დებატებმა ინტერნეტში, განსაკუთრებით კი ციფრულ პლატფორმებსა და სოციალურ ქსელებში, გადაინაცვლა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით ეხება აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას. ასეთმა ინფორმაციამ შეიძლება ინტერნეტში ფართოდ მოიკიდოს ფეხი და საზოგადოებაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინოს. ეს არც უბრალოდ სიტყვებია და არც წინასწარმეტყველება. ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო. საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ. ათი წლის წინ საფრანგეთს არ გააჩნდა არც ერთი ოპერატიული შესაძლებლობა ინფორმაციის მანიპულაციისა და უცხოური ციფრული ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად“,- განაცხადა ლორან ნუნიესმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის მსხვერპლი გახდა. მათ შორის არის საქართველო- საკმარისია, საზოგადოებას დააჯერონ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ დროს ეჭვი პოლიტიკურ იარაღად იქცევა, ხოლო პირველი მსხვერპლი მოქალაქეების ნდობაა საკუთარი ინსტიტუტების მიმართ

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კარგი იქნება თუ კანონში დაფიქსირდება, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს – შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება

Uncategorized

ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.