ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ მედია: სომხეთში ოპოზიციური პარტიის „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს დღეს 19 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი12°C
  • ბათუმი18°C
  • ქუთაისი14°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი14°C
  • თელავი11°C
  • გორი13°C
  • ახალციხე10°C
  • ოზურგეთი16°C
  • ამბროლაური11°C
  • მესტია7°C
  • ფოთი17°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 5 ნოემბერი
  • USD2.5958−0.0012
  • EUR2.9198+0.0151
  • GBP3.4991+0.0160
  • TRY0.0519
  • 100 RUB3.1727−0.0110
  • AZN1.5272−0.0007
  • 1000 AMD7.2030−0.0033
  • 10 UAH0.5699+0.0011
ამბავიუცხოური მედია153 ნახვა

ბრიუსელი საკონსტიტუციო სასამართლოს როლში - ევროკომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველომ 2028 წლამდე მოლაპარაკებები ცალმხრივად დღის წესრიგში აღარ დააყენოს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ბრიუსელი საკონსტიტუციო სასამართლოს როლში - ევროკომისია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება, საქართველომ 2028 წლამდე მოლაპარაკებები ცალმხრივად დღის წესრიგში აღარ დააყენოს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

ევროკომისია ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას ითავსებს და საქართველოს კონსტიტუციურობის განმსაზღვრელად გვევლინება - 2026 წლის ანგარიშში ბრიუსელი ამტკიცებს, თითქოს მთავრობის გადაწყვეტილება, 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი ცალმხრივად დღის წესრიგში აღარ დააყენოს, ქვეყნის კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.

დოკუმენტში ბრიუსელის წარმომადგენლები ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ევროინტეგრაციის კურსი ეჭვქვეშ დააყენონ.

ტექსტში ხაზგასმულია პრემიერ-მინისტრის 2024 წლის ნოემბრის განცხადება - ბრიუსელი თავად იღებს პასუხისმგებლობას განაცხადოს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 2028 წლამდე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგში ცალმხრივად აღარ დააყენოს შესახებ მოდის პირდაპირ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ინსტიტუციურ დონეზე ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული არ არის: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი კვლავ ახორციელებს პროცესის კოორდინაციას, ხოლო საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ინარჩუნებს თავის ზედამხედველობის ფუნქციას. მიუხედავად ამისა, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მხარეებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები აღარ იმართება.