ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა დღეს 9 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი14°C
  • ბათუმი18°C
  • ქუთაისი16°C
  • რუსთავი15°C
  • ზუგდიდი17°C
  • თელავი15°C
  • გორი11°C
  • ახალციხე11°C
  • ოზურგეთი21°C
  • ამბროლაური10°C
  • მესტია7°C
  • ფოთი18°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 13 ნოემბერი
  • USD2.5935+0.0002
  • EUR2.8793−0.0102
  • GBP3.4431−0.0120
  • TRY0.0516
  • 100 RUB3.1341+0.0042
  • AZN1.5259+0.0002
  • 1000 AMD7.1850−0.0094
  • 10 UAH0.5710−0.0008
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ13 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ11:20
ევა გოცირიძე

მოსამართლე

განცხადება · 147 ნახვა

„გირგვლიანის გარდა, წარსულის არცერთი გახმაურებული მკვლელობა და ძალადობის საქმე არ გამოუძიებიათ, ყველა მათგანზე განაჩენი 2012 წლის შემდეგ დადგა“

ყველასათვის ცნობილი საქმეები: ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ამ მძიმე საქმეებიდან, გირგვლიანის მკვლელობის გარდა, არცერთის გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს არ მომხდარა და განაჩენები მხოლოდ 2012 წლის შემდეგ დადგა. ამასთან, როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დანაშაულებში მხილებული და სერიოზული წვლილის მქონე პირები , ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და სხვები, პრეზიდენტის მიერ იყვნენ დაჯილდოებულები.

„ეს ყველასათვის ცნობილი საქმეები და რომელიც მათ შორის კომისიის დასკვნაშიც არის მითითებული, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმე, ცინდელიანისა და ქარდავას მკვლელობის საქმე, ვალერი გელაშვილზე ძალადობის საქმე, მალხაზ აზარაშვილსა და ზაზა მესხზე ძალადობის საქმე, ვამეხ აბულაშვილსა და კახაბერ დაბრუნდაშვილზე ძალადობის საქმე, კობა დავითაშვილზე ძალადობის საქმე, 15 ივნისის საქმე, ომის ვეტერანებზე ძალადობის საქმე, 26 მაისის საქმე, ყინწვისის ოპერაციის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მკვლელობის საქმე, ევგენი და ომეხ აფრასიძეების საქმე, 7 ნოემბრის საქმე, ლაფანყურის ოპერაციის საქმე, ამ საქმეებიდან რომელიც უმეტესი შემთხვევა არის მკვლელობა და ყველა არის ძალადობა ხომ, რომელიც თითქმის ყველა, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, დამთავრდა ადამიანის სიკვდილით აერთიანებთ რამდენიმე მახასიათებელი. პირველი, ისინი ჩადენილია სახელმწიფოს აგენტის, სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ, მეორე ის, რომ არცერთი საქმის გამოძიება და მსჯავრდება დამნაშავისა გარდა გირგვლიანის მკვლელობისა არ მოხდა თქვენი მმართველობის დროს და ყველა საქმეზე განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ როცა დაიწყო გამოძიებები და ასე შემდეგ, და კიდევ მესამე გარემოება, რომელსაც ყოველივე ამას თან ახლავს ის რომ აი ამ მკვლელობებში ვიცი რომ შემდეგი იქნა ასე ვთქვათ მსჯავრდებული და მისი სერიოზული წვლილი დადგინდა ახალაია, კოდუა, ქაჯაია, მიქაძე, ფირცხალავა, მეგის ქარდავა და ასე შემდეგ ისინი იქნენ დაჯილდოებული პრეზიდენტის მიერ,“- განაცხადა გოცირიძემ.

ევა გოცირიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ევა გოცირიძე„მე ვესწრებოდი გირგვლიანის საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში და მახსოვს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა არგუმენტი წამოაყენა, რომ მკვლელები სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდნენ და ეს პირად კონფლიქტად უნდა იქნას განხილულიო“
  2. ევა გოცირიძე„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე და აღასრულოს ეს გადაწყვეტილება სწორად და ეფექტიანად. ქვეყანაში თუ არის დანაშაულის დაუსჯელობა, ეს რა თქმა უნდა, არის მმართველი ძალის პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტი“