ბიზნესი

მედია – ზელენსკიმ Georgian Airways-ს და თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს, რომელმაც რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი რეისები აღადგინა, სანქციები დაუწესდა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარდა ამისა, პერსონალური სანქციები ავიაკომპანიის დამფუძნებელს – თამაზ გაიაშვილსაც დაუწესდა.

„კერძოდ, შეზღუდვები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიის გავლით ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და საფინანსო ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიების და სხვა ნებართვების გაუქმებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,555 ნახვა