ბიზნესი

რუსეთში საქართველოდან, ჩინეთიდან, ირანიდან, ავღანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კოკა-კოლა შედის – The Bell

კოკა-კოლა რუსულ ბაზარზე საქართველოდან, ირანიდან, ჩინეთიდან, არაბეთის საამიროებიდან და „თალიბანის“ კონტროლის ქვეშ მყოფი ავღანეთიდანაც კი შედის. ამის შესახებ რუსული გამოცემა The Bell იუწყება.

„კოკა-კოლამ“ რუსული ბაზარი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ დატოვა. გასული წლის შემოდგომიდან რუსეთში მხოლოდ იმპორტული კოკა-კოლა იყიდება.

„რუსეთში „კოკა-კოლას“ შეტანაზე მოგებას ნახულობს ათობით კომპანია, რომლებიც რუსეთში „კოკა-კოლას“ ყიდის. მათ „კოკა-კოლა“ შეაქვთ არაბეთის საამიროებიდან, ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ვიეტნამიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, საქართველოდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ალბანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, დანიიდან. მას ავღანეთშიც კი აწარმოებენ და რუსეთში გააქვთ,“ – წერია სტატიაში.

ყველაზე გაყიდვადი ბრენდი რუსეთში ამჟამად „დობრი კოლა“ გახდა. მას ბაზრის 34% უჭირავს. ბრენდის მფლობელია შვეიცარიული კომპანია Coca-Cola HBC. ამერიკული კოკა-კოლა შვეიცარიულ Coca-Cola Company-ის აქციათა 21,3%-ს ფლობს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,770,613 ნახვა