საზოგადოება

მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიტროპოლიტ მეუფე შიოს მოწამვლის და ციანიდის საქმე ჟურნალისტების მიერ არის შეთხზული. 

მისი თქმით, ეს ორივე საქმე ხელოვნურია. 

„მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ე.ი, ამიტომ არ არის მოწამლული. 

ციანიდის საქმე, ასევე, არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ. არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო,  აღიძრა საქმე. აბსოლუტურად ხელოვნური საქმეებია ისიც და ესეც. მამალაძე პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული და სხვა ბრალდება აქვს წაყენებული“, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს.  

შეგახსენებთ, რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საპატრიარქოშიც.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,782,934 ნახვა